top_leaderboard

მამუკა მდინარაძე დიპლომატების შესაძლო მოწამვლაზე: აბსოლუტურ თანხვედრაშია აშშ-ის ოფიციალურ დონეზე გაკეთებული განცხადება და ქართული სპეცსამსახურის განცხადება – ასეთი ფაქტი არ დასტურდება

აბსოლუტურ თანხვედრაშია აშშ ოფიციალურ დონეზე გაკეთებული განცხადება და ქართული სპეცსამსახურის გაკეთებული განცხადება. ასეთი ფაქტი არ დასტურდება და შესაბამისად ის კამპანია, რომელიც ამ მიმართულებითაც ააწყვეს ნაცებმა და მათი მედიის წარმომადგენლებმა, არის ტყუილი და ქართული უსაფრთხოების დაზიანებას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბოლო პერიოდში კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„მსგავსი ფაქტი იმდენად არ დასტურდება, რომ გამოძიებაც არ არის დაწყებული. ამ არაფერს ყიდიან ქართული სპეცსამსახურების საზიანოდ, რაშიც ამერიკელიც იყვნენ ჩართულები. არც ამერიკელ და არც ქართველ სპეცსამსახურებისა და საელჩოს წარმომადგენლებს მსგავსი არ ეკუთვნით, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. თავად ამერიკელები ამას აფიქსირებენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სუს-მა დიპლომატების შესაძლო მოწამვლაზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა ფაქტები არ დაადასტურეს, სუს ამ რეაგირებას ამომწურავად მიიჩნევს და თვლის, რომ ამ ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არაა

ასევე იხილეთ