top_leaderboard

გიორგი ტყემალაძე: 9 აპრილს მოხდა ერის კონსოლიდაცია მთავარი ეროვნული იდეის – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარშემო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ და საკრებულოს წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და პარლამენტის შენობასთან მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„9 აპრილი განსაკუთრებული  დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ დღეს მოხდა ერის კონსოლიდაცია მთავარი ეროვნული იდეის – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარშემო და ამ იდეის ხორცშესხმა შეძლო ქართველმა ხალხმა.

ეს არის, ერთი მხრივ, ტრაგიკული, მაგრამ, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულის დღე. ჩვენ დღეს იმ გმირების წინაშე მოვიხარეთ ქედი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას შეეწირნენ. 9 აპრილი არის ერთიანობის სიმბოლო და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება ერთიანი და ძლიერი“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

9 აპრილის მოვლენებიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მომხდარიდან ორი წლის შემდეგ, 1991  წელს, 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.

 

ასევე იხილეთ