leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოფელ ლიხაურში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპული ნინო თოიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამშობლოს თავისუფლებისთვის ტრაგიკულად დაღუპული ნინო თოიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

მერის მოადგილეებმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ნიკა ბოლქვაძემ, ნათია გოლიაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ ყვავილებით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა დაშავდა ასობით მოქალაქე. 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

ასევე იხილეთ