top_leaderboard

კახა კალაძე: 9 აპრილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ძალა აქვს ჩვენს ერთობას, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და გამთლიანებისკენ უნდა მივმართოთ

„9 აპრილი ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. მეორე მხრივ, ეს დღე არის ერის გამოღვიძების, ერთიანობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო”, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

კალაძის თქმით, 9 აპრილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ძალა აქვს ერთობას, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და გამთლიანებისკენ უნდა მივმართოთ.

„ამ ტრაგედიიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ქედს ვიხრით 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე და ამავე დროს, მომავალ თაობებს გადავცემთ, თუ როგორ გააერთიანა ამ დღემ სრულიად საქართველო, ერთ მუშტად შეკრა საერთო მიზნისთვის, სანუკვარი იდეისთვის – ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.

ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ძალა აქვს ჩვენს ერთობას, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და გამთლიანებისკენ უნდა მივმართოთ“, – წერს კახა კალაძე.

თბილისის მერმა 9 აპრილის ტრაგედიის დაღუპულთა ხსოვნას პატივი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, მინისტრთა კაბინეტისა და მმართველი გუნდის სხვა წევრებთან ერთად მიაგო.

ასევე იხილეთ