რატი იონათამიშვილი „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებზე: ამაზე მეტი მტრობა რა უნდა ჩაიდინონ – 9 აპრილს მართავენ მსვლელობას გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ!
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე არასამთავრობოების მიერ დაგეგმილ მსვლელობას სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი თქმით, სიმბოლურია, რომ გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მსვლელობა სწორედ 9 აპრილს იმართება.
„ამაზე მეტი სიმბოლიზმი, ამაზე მეტი ლუსტრაცია რა უნდა იყოს და ამაზე მეტი მტრობა რა უნდა ჩაიდინონ – 9 აპრილს მართავენ მსვლელობას გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ!“ – წერს რატი იონათამიშვილი.