top_leaderboard
left_sabechdi

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მარტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მარტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. იტალიურმა კლუბმა გამოკითხვა ქომაგებს შორის ჩაატარა და მათ პირველ ადგილზე სწორედ საქართველოს ნაკრების მოთამაშე დაასახელეს.

გასულ თვეში კვარაცხელიამ ნეაპოლელთა მაისურით 4 მატჩი ჩაატარა და ორში გოლის გატანა მოახერხა. ხვიჩამ 3 მარტს თავი იუვენტუსთან მატჩში გამოიჩინა, 8-ში კი ტორინოს კარი დალაშქრა. ამას გარდა კი, იყო თამაშები მილანის ინტერთან და ჩემპიონთა ლიგაში – ბარსელონასთან.

საინტერესოა, რომ კვარაცხელია ნეაპოლელთა საუკეთესო ფეხბურთელად თებერვალშიც აღიარეს. ის გუნდის პირველი მოთამაშეა, რომელიც საუკეთესო ზედიზედ მეორედ გახდა.

მიმდინარე სეზონში კვარამ ყველა ტურნირზე ნაპოლის მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა, ორჯერაც პენალტი მოიპოვა. ნაპოლი სერია ა-ში 48 ქულით მე-7 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 აპრილს, ფროზინონეს უმასპინძლებს.

ასევე იხილეთ