leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: დღე არ გადის, ახალ-ახალი ლობისტი, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ან ევროპარლამენტარი არ გამოცოცხლდეს და თითის ქნევით არ დაგვიწყოს საუბარი, რა შეგვიძლია ან არ შეგვიძლია გავაკეთოთ საკუთარ ქვეყანაში

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გამოდის ინიციატივით ჩატარდეს ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობადი სახეების მიერ შეძენილი ქონების შესახებ მასალას მოაგროვებს.

მისივე თქმით, გამომძიებელ ჟურნალისტებს, საკურორტო ზონებში ადგილობრივი მოსახლეობა თავად აჩვენებს იმ სახლებს, ვილებს თუ აგარაკებს, რომელიც ბოლო პერიოდში აიშენეს „ენჯეოების“ წარმომადგენლებმა.

„თუ ვინმე მოიწადინებს და ჟურნალისტურ გამოძიებას ჩაატარებს, შევა ყველაზე მსუყე საკურორტო ზონებში – ბაზალეთის ტბა იქნება, ბორჯომი, თუ ბაკურიანი ან სხვა სოფლებში, ადგილობრივი მოსახლეობა თავად აჩვენებს „ენჯეოების“ ცნობადი სახეები სად იშენებენ ან სად აიშენეს სახლი, ვილა, აგარაკი და ა.შ. ავტოსერვისებში თუ მოიკითხავენ, უკანასკნელი მოდელის რომელი ავტომანქანები იყიდეს კატასტროფულ ფასად, ამასაც ეტყვიან.

ჩვენ ვიცით, რომ ოპოზიციის ე.წ სპექტრს ფილიალებად აქვთ გახსნილი „ენჯეოები„ და სხვადასხვა ფონდების მეშვეობით უფინანსდებათ პოლიტიკური საქმიანობა. ყოველივე ეს კი ჩვენი კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. თუმცა მათ არც კონსტიტუცია აინტერესებთ, არც მის შინაარსში აპირებენ შესვლა. პირდაპირ ამბობენ – არ წაიკითხოთ არც კონსტიტუცია, არც კანონპროექტები, რადგან ესენი არიან რუსები, რუსეთუმეები და მათი კანონები არის რუსულიო. მთავარია, რომ ჩვენ მათ ამ ისტერიკასა და პარანოიაში არ უნდა შევყვეთ.

დღე არ გადის ახალ-ახალი ლობისტი, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ან ევროპარლამენტარი არ გამოცოცხლდეს და თითის ქნევით არ დაგვიწყოს საუბარი, იმის შესახებ რა შეგვიძლია ან არ შეგვიძლია გავაკეთოთ საკუთარ ქვეყანაში.

შეგახსენებთ, გენიალური გამონათქვამს, რომელიც ეხება ბრაზილიის ნაკრების ოქროს ხანას, როცა ნაკრები ყველა მის მოწინააღმდეგეს აუღელვებლად პასუხობდა „თქვენ შეგიძლიათ გაგვიტანოთ იმდენი გოლი, რამდენსაც შეძლებთ, ჩვენ აუცილებლად გაგიტანთ იმდენს რამდენიც საჭიროა“. დარწმუნებული იყოს ყველა, საქართველო ის აღარ არის, რაც თუნდაც ერთი წლის წინ იყო. იმიტომ რომ ზღვარს არის გადასული ცინიზმი და ორმაგი თუ ათმაგი სტანდარტები,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ასევე იხილეთ