leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გვეუბნება, რომ გამჭვირვალობა საჭირო არ არის – აბსურდია რა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გვეუბნება, რომ გამჭვირვალობა საჭირო არ არის – აბსურდია რა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ რადიკალების დაწყებულ ცენზურასა და კამპანიას, რომლებიც საზოგადოებაში დეზინფორმაციას ევროპის სახელით ავრცელებენ.

„პლაკატების გამოკვრაა აუცილებელი, რომ ხალხმა ზუსტად იცოდეს რა ხდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გვეუბნება, რომ გამჭვირვალობა საჭირო არ არის – აბსურდია რა. სააკაშვილი გათავისუფლდა ამნეზიისაგან, მორჩა და ეტყობა ახლა ამათ დაეწყოთ ამნეზია. რატომ ჰგონიათ, რომ პლაკატები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება?!“ – აღნიშნა ვოლსკიმ.

დეზინფორმაცია, რომელსაც ევროპა უკვე ქცევის ახალი კოდექსით უპირისპირდება, ევროპის სახელით ვრცელდება საქართველოში. „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის კანონის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებას ცდილობს, ოპოზიცია კი – ამ სიმართლის ჩახშობას.

ასევე იხილეთ