leaderboard_below_slide
left_sabechdi

გოგა ხაინდრავა: ხაზარაძეს არ ასვენებს დაღვრილი სისხლი!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ხაზარაძემ აღნიშნა, რომ „გზავნილი მარტივია – ეს ქვეყანა რუსეთში არასდროს დაბრუნდება“.

გოგა ხაინდრავა მამუკა ხაზარაძეს კომპარტიელს უწოდებს და ამბობს, რომ მას დაღვრილი სისხლი არ ასვენებს:

„საზოგადოდ ცნობილია, რომ ბოროტმოქმედს დანაშაულის ადგილისკენ ლტოლვა არ ასვენებს! კომპარტიელი ხაზარაძე გენერალ რადიონოვის თანამებრძოლი, წინ რომ მოუძღვის, ამჯერად ასკინკილა „შიგ ევროპელებს“ 9 აპრილის მემორიალისკენ, კანონზომიერია! არ ასვენებს დაღვრილი სისხლი!“ – წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ