top_leaderboard

BBC: იტალიაში ჰიდროელექტროსადგურზე აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება

ჩრდილოეთ იტალიაში ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აფეთქება ქალაქ ბოლონიიდან 70 კილომეტრში, სადგურის წყალქვეშა ქარხანაში მოხდა.

ახლომდებარე ქალაქის მერმა საინფორმაციო სააგენტო Ansa-ს განუცხადა, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა. მისივე ცნობით, მაშველებს შემთხვევის ადგილამდე მისვლა უჭირთ.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა ერთ-ერთმა მყვინთავმა განაცხადა, რომ მან მეშვიდე სართულზე ჩასვლა მოახერხა, მაგრამ უფრო ქვემოთ ჩარჩენილ სამ ადამიანამდე მიღწევა ვერ შეძლო.

მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანმა მძიმე დამწვრობა მიიღო. ისინი ვერტმფრენით ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ასევე იხილეთ