top_leaderboard
left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ადამიანმა მოისურვა დასწრება ევროპის ჩემპიონატზე და გამოსავალი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, ნამდვილად მისასალმებელია

„ამ პროცესს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოხვდეს ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ გერმანიაში, ალბათ ფეხბურთელებისთვისაც და ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ადამიანმა მოისურვა დასწრება ევროპის ჩემპიონატზე და გამოსავალი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, ნამდვილად მისასალმებელია. ამ პროცესს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოხვდეს ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ ალბათ ფეხბურთელებისთვისაც და ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის დავალების შესრულებას შეუდგა. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოდან გერმანიაში, კერძოდ კი, დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით ფრენის სიხშირის გაზრდასა და რეისების დამატებაზე ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები დაწყებულია. პრიორიტეტი ხელმისაწვდომი ფასებია.

ასევე იხილეთ