top_leaderboard

წყალდიდობის გამო რუსეთსა და ყაზახეთში 100 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს

წყალდიდობის გამო რუსეთსა და ყაზახეთში 100 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მდინარე ურალსა და ტობოლში წყლის დონემ რეკორდულ ზღვარს გადააჭარბა.

რუსეთში, ქალაქ ორენბურგში მდინარე ურალის დონემ 9,3 მეტრს გადააჭარბა, რის გამოც ქალაქის მოსახლეობის ნაწილს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ორენბურგში სულ 550 000 ადამიანი ცხოვრობს.

წყალდიდობის შესახებ გამაფრთხილებელი სირენა ჩაირთო ქალაქ კურგანშიც და ქალაქიდან მოსახლეობის იძულებითი ევაკუაცია დაიწყო. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცახადდა ტიუმენშიც. როგორც კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, კურგანსა და ტიუმენში მომდევნო დღეები რთული იქნება. წყლის დონის მატებას ვარაუდობენ ასევე მდინარე იშიმში.

რთულია მდგომარეობა ყაზახეთშიც, სადაც სტიქიის გამო უკვე ევაკუირებულია 85 000-ზე მეტი ადამიანი. ყაზახეთში აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა ქვეყანაში, 80 წელია, არ ყოფილა.

ცნობისთვის, 5 აპრილს მდინარე ურალის ადიდების გამო დამბა გაირღვევა და დაიტბორა ქალაქი ორსკი. წყალმა დაფარა 6 000 მეტი საცხოვრებელი სახლი.

ასევე იხილეთ