top_leaderboard
left_sabechdi

როგორ შევიძინოთ EURO 2024-ის ბილეთები?

როგორც აქამდეც გიყვებოდით და უკვე ყველამ ვიცით, EURO 2024-ის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა  15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ამისთვის UEFA-ს ოფიციალურ პორტალზე ექაუნთი შექმნილი და სისტემის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეყვანილი უკვე უნდა გქონდეს.

✔️ https://www.uefa.com/euro2024/ticketing/

ოფიციალურ საიტზე წარმოდგენილი 5 კატეგორიის ბილეთი იქნება, შესაბამისად, განსხვავებული იქნება ფასიც. ესეც უკვე ყველამ ვიცით, რომ ჯგუფური ეტაპის მატჩების ბილეთების ფასები: 30 € , 60 €, 150 €, 200 €, 400 € ექვივალენტი ლარში იქნება.

🔴 1 მატჩზე ჯამში – 10 000 ბილეთია გამოყოფილი, ამბავი კი არის ის, რომ UEFA საკუთარ, ოფიციალურ პლატფორმაზე ბილეთებს რენდომ / ლატარიის პრინციპით ყიდის, რადგან მსურველი ყოველთვის მეტია ბილეთების რაოდენობაზე.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ არ დგახარ რიგში, როგორც ამას თქვენთვის ნაცნობ TKT-ზე აკეთებდით. უბრალოდ, ბილეთების მოთხოვნას გზავნით – რამდენი და რა ფასიანი ბილეთი გსურთ და ავტორიზაციისას მითითებულ მეილზე, კონკრეტულ ვადაში, დადებითი პასუხის მოსვლის შემდეგ, იხდით თანხას. შესაძლოა, მოგივიდეთ უარი, ეს წინასწარ არავის ეცოდინება ან თანხმობა, მაგრამ არა მოთხოვნილ, არამედ უფრო ძვირიანი კატეგორიის ბილეთებზე.

🔴 1 ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის მოთხოვნის გაგზავნა შეეძლება. ხოლო, გადახდისას აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება ქართული ბანკების საკომისიოც. რაც ნიშნავს, რომ ბარათზე ზუსტი თანხა არ უნდა გქონდეთ.

🔴 ბილეთებს შეიძენთ Mastercard-ისა ან Visa-ს ბარათებით.

🔴 დადებითი პასუხის შემთხვევაში, როცა ყიდვის პროცედურა დასრულდება, ბილეთები, ელექტრონული სახით თქვენს მეილზე მოვა. კონკრეტული პერიოდი განსაზღვრული არ არის. ზოგ აპლიკანტთან ბილეთები შესაძლოა, 24 საათში გამოჩნდეს, ზოგთან – 1 კვირაში ან 10 დღეში.

ასევე იხილეთ