top_leaderboard

ნიკოლოზ სამხარაძე „გამჭვირვალობის კანონზე“: შინაარსში საერთოდ არაფერია რუსული, პირიქით, ეს კანონი გადმოღებულია ევროპული დირექტივიდან

„ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ კანონის შინაარსში საერთოდ არაფერია რუსული, პირიქით, ეს კანონი გადმოღებულია ევროპული დირექტივიდან. სწორედ ამიტომ არის მათი გააფთრებული წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ განხილვებიც არ იყოს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრისას განაცხადა.

„თუმცა განხილვები გაიმართება. პარლამენტი იმისთვის არის, რომ ნებისმიერი საკითხი განიხილოს. იქნება საკომიტეტო განხილვები, იქნება პლენარულ სესიებზე განხილვები. ვისაც სურს, შეუძლია მოვიდეს და თავისი არგუმენტები წარმოადგინოს და ამ არგუმენტებით საზოგადოება დაინახავს სიმართლეს, ვინ მალავს კონკრეტულ თანხებს და ამ თანხების მიზნობრიობას“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ასევე იხილეთ