top_leaderboard
left_sabechdi

ილონ მასკი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერ ადამიანზე უფრო ჭკვიანი გახდება

ილონ მას­კი აცხა­დებს, რომ მო­მა­ვა­ლი წლის­თვის ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ბევ­რად უფრო ჭკვი­ა­ნი გახ­დე­ბა, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. მის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი ად­რინ­დე­ლი ვა­რა­უ­დით, ეს 2029 წლის­თვის უნდა მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ მი­ლი­არ­დერ­მა ვა­დე­ბი ბევ­რად უფრო და­აჩ­ქა­რა.

“ჩემი ვა­რა­უ­დით, მო­მა­ვა­ლი წლის ბო­ლოს­თვის ისე­თი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი გვექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­ზე უფრო ჭკვი­ა­ნია”,- თქვა მასკმა პლატ­ფორ­მა X-ის პირ­და­პირ ეთერ­ში სა­უბ­რი­სას.

 

შარ­შან AI-ის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას მას­კი საკ­მა­ოდ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ჩან­და და ამ­ბობ­და, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა დრო­ე­ბით უნდა შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო.

  • “იმის­თვის, რომ ტერ­მი­ნა­ტო­რის მო­მა­ვა­ლი თა­ვი­დან ავი­რი­დოთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ტერ­მი­ნა­ტო­რის მო­მა­ვალ­ზე ვი­ფიქ­როთ”,- და­ას­კვნა მასკმა და მი­უ­თი­თა ფილმზე, რო­მელ­შიც მო­აზ­როვ­ნე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მა კა­ცობ­რი­ო­ბას ებ­რძვის.

მი­უ­ხე­და­ვად ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბი­სა, მას­კის პროგ­ნო­ზე­ბი ხში­რად არ მარ­თლდე­ბა. 2016 წელს მან არას­წო­რად იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, რომ ორი წლის შემ­დეგ Tesla-ს ავ­ტო­ნო­მი­უ­რად მარ­თვა­დი მან­ქა­ნე­ბი ნიუ-იორ­კი­დან ლოს-ან­ჯე­ლე­სამ­დე გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. იმა­ვე წელს მან გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ვი­სი სა­რა­კე­ტო კომ­პა­ნია SpaceX 2018 წელს მარსზე გაფ­რინ­დე­ბო­და, რაც ჯე­რაც არ მომ­ხდა­რა. 2017 წელს კი მასკმა ივა­რა­უ­და, რომ მისი ჩი­პე­ბის სტარ­ტაპ კომ­პა­ნია თა­ვის პირ­ველ პრო­დუქტს ბა­ზარ­ზე “და­ახ­ლო­ე­ბით 4 წე­ლი­წად­ში” გა­ი­ტან­და. სამ­წუ­ხა­როდ, არც ეს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ახდა. ჩი­პის იმპლან­ტი პირ­ველ ადა­მი­ანს 7 წლის შემ­დეგ გა­და­უ­ნერ­გეს, თუმ­ცა მისი ბა­ზარ­ზე გა­ყიდ­ვა ჯე­რაც არ და­წყე­ბუ­ლა.

ასევე იხილეთ