top_leaderboard
left_sabechdi

და­რია ხო­ლო­დი­ლი­ნა უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 2013 წელს გად­მო­ვი­და. ძა­ლი­ან მალე ის­წავ­ლა ქარ­თუ­ლი ენა და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შეს­წავ­ლაც და­ი­წყო, სა­ბო­ლო­ოდ, იმ­დე­ნად ღრმა ცოდ­ნა შე­ი­ძი­ნა, რომ ქარ­თულ ღვი­ნო­ზე წიგ­ნიც (Vinologue – Georgia: A Guide to the Cradle of Wine) კი და­წე­რა.

ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე სამ­შობ­ლო იპო­ვა, რი­თაც ბედ­ნი­ე­რია. და­რია ცოტა ხნის წინ პრეს­ტი­ჟულ კონ­კურ­სის IWSC Emerging Talent in Wine 2024 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და.

 

თუ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა გზა გა­ი­ა­რა წარ­მა­ტე­ბის­კენ და რას ფიქ­რობს უკ­რა­ი­ნა­ზე, ამას ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

და­რია ხო­ლო­დი­ლი­ნა:

– 2012 წელს, გერ­მა­ნი­ა­ში, ჩემი სტა­ჟი­რე­ბის დროს, სა­ინ­ტე­რე­სო ქარ­თვე­ლე­ბი გა­ვი­ცა­ნი. შემ­დეგ ვი­ფიქ­რე, შვე­ბუ­ლე­ბას რომ ავი­ღებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­ვალ-მეთ­ქი და რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­მო­ვე­დი. თა­ვი­დან თბი­ლი­სი, მცხე­თა და ახლო-მახ­ლო ად­გი­ლე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი. მერე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ვნა­ხე სვა­ნე­თი, ხევ­სუ­რე­თი, ყვე­ლა ად­გი­ლი მო­მე­წო­ნა და ვი­ფიქ­რე, რომ ზამ­თარს აქ გა­ვა­ტა­რებ-მეთ­ქი. ეს უკვე 2013 წელი იყო. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში უკ­რა­ი­ნა­ში რე­ვო­ლუ­ცია და­ი­წყო.

– რას საქ­მი­ა­ნობ­დით უკ­რა­ი­ნა­ში?

– თარ­ჯი­მა­ნი და სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი. სპორ­ტი და სხვა­დას­ხვა თემა, რა­ზეც ვმუ­შა­ობ­დი, რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს უკვე აღარ იყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რად­გან არ ვი­ცო­დით, რა მოხ­დე­ბო­და. მერე ვი­ფიქ­რე, ცოტა ხნით აქ დავ­რჩე­ბი და თუ გა­მო­მი­ვი­და, აქა­უ­რო­ბას ავე­წყო­ბი. საქ­მეს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვაგ­რძე­ლებ-მეთ­ქი, რაც ცოტა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლი ბა­რი­ე­რი ენის არ­ცოდ­ნა იყო. ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­დი­ო­და. არა­და, ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო წერა და კრე­ა­ტი­უ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა.

 

– პირ­ველ ეტაპ­ზე არა­ფე­რი გა­მო­გი­ვი­დათ?

– არა და მერე ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან შე­მეხ­მი­ან­ნენ, რად­გან იქ მი­წე­რი­ლი მქონ­და, რომ ვი­ცო­დი 4 ენა (უკ­რა­ი­ნუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი, რუ­სუ­ლი), ასე­ვე ბევ­რი რამ ვი­ცო­დი სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. ასე­თი ადა­მი­ა­ნი ხომ არ გჭირ­დე­ბათ-მეთ­ქი? სტა­ჟი­რე­ბა­ზე მი­მიწ­ვი­ეს, მერე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბაც შე­მომ­თა­ვა­ზეს, რად­გან მიხ­ვდნენ, რომ მუ­შა­ო­ბა ვი­ცო­დი, შე­მეძ­ლო. მალე, 4 ენას მე­ხუ­თე – ქარ­თუ­ლიც შე­ე­მა­ტა…

მარ­კე­ტინ­გის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვყა­ვი, რად­გან სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ნა­წი­ლი მათ­თან იყო. შა­ბათ-კვი­რას სხვა­დას­ხვა პა­ტა­რა ტუ­რის­ტულ ჯგუ­ფებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით დავ­დი­ო­დი, რომ მე­ტად მე­ტად შე­მეც­ნო და შე­მეს­წავ­ლა სა­ქარ­თვე­ლო. ტუ­რე­ბი ქარ­თულ ენა­ზე ტარ­დე­ბო­და. ეს კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო სა­ქარ­თვე­ლოს გა­საც­ნო­ბად.

– ქარ­თუ­ლი ასე კარ­გად რო­გორ ის­წავ­ლეთ?

– ვი­ყი­დე წიგ­ნი “ბი­ლი­კი“ და ამ წიგ­ნით ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. სამ­სა­ხურ­შიც სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რაა და ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტა­ცია ქარ­თულ ენა­ზე იყო, გუგლ-თრანსლე­ი­თიც ჩემი “მე­გო­ბა­რი“ გახ­და. ამას­თა­ნა­ვე, მყავს ერთი ნაც­ნო­ბი, პრო­ფე­სო­რი ქალ­ბა­ტო­ნი, ლინგვის­ტი, რო­მელ­საც ხან­და­ხან რო­გორც ლინგვის­ტი ლინგვისტს კი­თხვებს ვუს­ვამ­დი. ის კლა­სი­კუ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა არ იყო, მა­გა­ლი­თად, თე­ატ­რში მივ­დი­ო­დით, შემ­დეგ ყა­ვას ვსვამ­დით და იქ ვსა­უბ­რობ­დით. ქალ­ბა­ტო­ნი თამ­რი­კო, ეს რა­ტომ არის ასე, ის რა­ტომ არის ისე და ნელ-ნელა ვსწავ­ლობ­დი. შემ­დეგ ინ­გლი­სურ ენა­ზე ჩემს ქარ­თულ ცხოვ­რე­ბა­ზე უფრო მე­გობ­რე­ბის­თვის და ნაც­ნო­ბე­ბის­თვის ბლო­გი და­ვი­წყე. ეს იმი­ტომ, რომ ბევ­რი მე­კი­თხე­ბო­და, აბა, რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლო, როცა იქ არა­ტუ­რის­ტუ­ლად ხარ და ცხოვ­რო­ბო. მეც ვწერ­დი, სად დავ­დი­ო­დი, რა ად­გი­ლებს ვნა­ხუ­ლობ­დი. უფრო დღი­უ­რის ფორ­მის სა­ი­ტი იყო, საკ­მა­ოდ ბევ­რს ვწერ­დი მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ზე და იმ ად­გი­ლებ­ზე, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა გემ­რი­ე­ლად ჭამო, რა სა­ინ­ტე­რე­სო კერ­ძე­ბი გვაქვს და ა.შ…

 

ერთ მშვე­ნი­ერ დღეს შე­მეხ­მი­ა­ნა ამე­რი­კე­ლი ღვი­ნის მწე­რა­ლი, მი­ქელ ჰუ­დი­ნი, რო­მე­ლიც კა­ტა­ლო­ნი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს. მა­ნაც იქ ჩემ­ნა­ი­რად სხვა სამ­შობ­ლო იპო­ვა. ის სა­ქარ­თვე­ლოს ღვი­ნის რე­გი­ო­ნებ­ზე წიგნ­ზე მუ­შა­ობ­და და შეხ­ვედ­რა მთხო­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო და წე­რის პრო­ცეს­ში რა­ღაც სირ­თუ­ლე­ე­ბი შე­ექ­მნა. მოკ­ლედ, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს წიგ­ნი ერ­თად დაგ­ვე­წე­რა.

 

– რა­ზეა წიგ­ნი?

– წიგ­ნი ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ზე, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე, სამ­ზა­რე­უ­ლოს კულ­ტუ­რა­ზე, ან­ბან­ზე, ასე­ვე იმა­ზე, მარ­ტი­ვად რა­ღა­ცე­ბი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ის­წავ­ლო. ეს უკვე 2016 წელი იყო. მოკ­ლედ, სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ­დი, სამ­სა­ხუ­რის მერე იქ ვრჩე­ბო­დი და ამ წიგნს ვწერ­დი. 2017 წელს გა­მო­ვი­და, დავ­ბეჭ­დეთ ჰონ­კონ­გში და მთე­ლი მსოფ­ლოს მას­შტა­ბით იყი­დე­ბა.

– ე.ი. ამ წიგ­ნის თა­ნა­ავ­ტო­რი ხართ… მოკ­ლედ, ღვი­ნის თე­მას სე­რი­ო­ზუ­ლად და­უ­კავ­შირ­დით, ხომ?

– რო­დე­საც ასე­თი წიგ­ნის თა­ნა­ავ­ტო­რი ხარ, არ გა­მო­დის, თქვა, უი, მე მარ­ტო ის თუ ეს ნა­წი­ლი დავ­წე­რე. ამი­ტომ ღვი­ნის სკო­ლა­ში, ქარ­თულ ენა­ზე ვის­წავ­ლე და გა­ვი­ა­რე რამ­დე­ნი­მე კურ­სი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის, ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ის. ეს იყო ანა ხი­თა­რიშ­ვი­ლის კურ­სი. მერე ხე­ცუ­რი­ა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში ჩა­ვა­ბა­რე. ღვი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტი ავი­ღე. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ უკვე თავი თა­მა­მად ვიგ­რძე­ნი.

წა­მო­ვე­დი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი­დან, და­ვი­წყე ჩემი ტუ­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა რო­გორც ღვი­ნის ტუ­რე­ბის გიდ­მა და შპს და­ვა­არ­სე. ის ძი­რი­თა­დად ღვი­ნის და ბუ­ნე­ბის ტუ­რებ­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. უცხო­ელ სტუმ­რებს ვმას­პინ­ძლობ­დი. ეს იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სიც გახ­და, რად­გან სამ­სა­ხურ­ში ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი, რო­მე­ლიც ახლა ჩემი მე­უღ­ლეა.

– ანუ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ო­ჯახ­დით…

– ჩვენ ერ­თად ჯერ ბიზ­ნე­სი ვცა­დეთ. თუ ბიზ­ნე­სი კარ­გად მუ­შა­ობს, ოჯა­ხიც გა­მო­ვაო – ვთქვით (იცი­ნის). ჩემი მე­უღ­ლე ზვი­ად კე­ლენ­ჯე­რი­ძეა, ის ბუ­ნე­ბის და ბი­ლი­კე­ბის, ლაშ­ქრო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა, მე – ღვი­ნის. კომ­პა­ნი­ას “ბი­ლი­კე­ბი და ღვი­ნო­ე­ბი” (Trails and Wines) და­ვარ­ქვით. შე­სა­ნიშ­ნა­ვად იყო ყვე­ლა­ფე­რი, და­ო­ჯა­ხე­ბა როცა დავ­გეგ­მეთ, მაგ­რამ პან­დე­მია და­ი­წყო. ეგ პე­რი­ო­დი ერ­თად ბი­ნა­ში გა­მო­კე­ტი­ლებ­მა გა­ვა­ტა­რეთ. იზო­ლა­ცი­ა­მაც აჩ­ვე­ნა, რომ ძა­ლი­ან კარ­გი წყვი­ლი ვართ. 2020 აგ­ვის­ტო­ში დავ­ქორ­წინ­დით. პან­დე­მი­უ­რი პე­რი­ო­დის გამო დიდი ქორ­წი­ლი არ გა­მოგ­ვი­ვი­და. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ოჯა­ხი დო­ნეც­კი­დან ვერ ჩა­მო­ვი­და.

მე და ზვი­ა­დი კო­ვი­დის დროს ვა­კე­თებ­დით ონ­ლა­ინ დე­გუს­ტა­ცი­ებს არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის თე­მა­ზე. ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი სა­ზღვარ­გა­რეთ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის იმ­პორ­ტი­ო­რებ­თან. იზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ ხალ­ხს ისი­ნი ღვი­ნის პა­კე­ტებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ. ასე­ვე სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თულ ღვი­ნო­ზე სა­ხა­ლი­სო ლექ­ცი­ებს ვა­ტა­რებ­დით. იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის­თვის ვა­ტა­რებ­დით ვი­დეო ინ­ტერ­ვი­უ­ებს. ამით ვეხ­მა­რე­ბო­დით მათ, ვი­საც ღვი­ნის ბაზ­რებ­ზე თა­ვი­ან­თი ღვი­ნის რეკ­ლა­მა უნ­დათ. უმუ­შევ­რად არ დავ­რჩე­ნილ­ვართ.

ახ­ლა­ხან კი­დევ ავი­მაღ­ლე კვა­ლი­ფი­კა­ცია და უფრო მა­ღა­ლი დო­ნის სერ­ტი­ფი­კა­ტი ავი­ღე. წელს ერ­თმა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მო­მა­ნი­ჭა სტა­ტუ­სი “ახალ­გაზ­რდა ტა­ლან­ტი ღვი­ნის სფე­რო­ში” ასე­თი სტა­ტუ­სი. ეს იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ვსა­უბ­რობ ყვე­ლა პლატ­ფორ­მის და არ­ხის სა­შუ­ა­ლე­ბით. ახლა და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი ვარ ლონ­დო­ნის ღვი­ნის გა­მო­ფე­ნა­ზე და ძა­ლია მი­ხა­რია. რო­გორც ლექ­ტორ­მა ხე­ცუ­რი­ა­ნის სკო­ლა­შიც და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა.

– ე.ი. მუდ­მი­ვად სწავ­ლობთ და ას­წავ­ლით…

– ღვი­ნის თემა ასე­თია – სულ ბევ­რს სწავ­ლობ და სულ რა­ღაც რჩე­ბა შე­სას­წავ­ლი. მუდ­მი­ვად არის რა­ღაც ახა­ლი თუ ძვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც უნდა ის­წავ­ლო. ამო­უ­წუ­რა­ვი სფე­როა. არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მსოფ­ლიო მას­შტა­ბი­თაც ასეა. ღვი­ნო – ეს არის დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა. სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე ლექ­ცია მქონ­და თე­მა­ზე – ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, რო­გორც დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა. და­ვი­წყე სულ თა­ვი­დან და მერე ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ იც­ვლე­ბო­და ხალ­ხის გე­მოვ­ნე­ბა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. ღვი­ნო სა­ინ­ტე­რე­სო, ავ­თენ­ტუ­რი და ცო­ცხა­ლია.

– ქარ­თუ­ლი ღვი­ნო ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­რე­შე არ არ­სე­ბობს… ამა­ზე რა აზ­რის ხართ?

– კუ­თხე­ე­ბის სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ, აქ და­ვა­სა­ხე­ლებ იმე­რულს და მეს­ხურს – სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. რძის პრო­დუქტზე და ბოსტნე­ულ­ზეა უმე­ტე­სად და­ფუძ­ნე­ბუ­ლი… ისე მოხ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი გავ­ხდი. და­სა­წყის­ში მე­გობ­რებ­მა ბევ­რი ხორ­ცი მა­ჭა­მეს, მერე უკ­რა­ი­ნა­ში რომ წა­ვე­დი, ცო­ტას და­ვის­ვე­ნებ-მეთ­ქი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში დღემ­დე ვის­ვე­ნებ. ამი­ტომ ვა­ფა­სებ ისეთ კერ­ძებს, რო­მე­ლიც ხორ­ცის გა­რე­შეა და შე­გიძ­ლია, რა­ღაც სე­ზო­ნუ­რი ჭამო. მეს­ხურ­ში მეს­ხუ­რი ხა­ჭა­პუ­რი, ლო­კო­კი­ნე­ბი მიყ­ვარს… იმის თქმა მინ­და, რომ ხინ­კალ­სა და ხა­ჭა­პურ­ზე არ დგას ყვე­ლა­ფე­რი..

– სა­ქარ­თვე­ლომ თქვე­ნი სა­ხით ღვი­ნის სე­რი­ო­ზუ­ლი ელჩი შე­ი­ძი­ნა… აქვე მი­თხა­რით, თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, რა სხვა­ო­ბაა ქარ­თვე­ლებ­სა და უკ­რა­ი­ნე­ლებს შო­რის?

– უკ­რა­ი­ნა­ში შრო­მის კულ­ტუ­რა ცოტა სხვა­ნა­ი­რია, უფრო ადრე ვდგე­ბით და საქ­მეს უფრო ადრე ვი­წყებთ, უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. სა­მა­გი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხი მე­ტად მოქ­ნი­ლია, ანუ რას ვგუ­ლის­ხმობ, თუ რამე არ გა­მო­დის, პრობ­ლე­მაა, ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან შე­უძ­ლი­ათ ქარ­თვე­ლებს გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა. ადა­მი­ა­ნებს შო­რის ჩვე­უ­ლებ­რივ დო­ნე­ზე უფრო თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა. მე აქ ვი­პო­ვე ჩემი თავი, მყავს ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი, მაქვს ოჯა­ხი, ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა და­ხუ­რუ­ლი და ასეთ დო­ნე­ზე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში არაფ­რით შე­გიშ­ვე­ბენ…

 

– უკ­რა­ი­ნა, თქვე­ნი სამ­შობ­ლო დღეს ცი­ვი­ლუ­რი სამ­ყა­როს­თვის დიდი ტკი­ვი­ლია…

– ჩემ­თვის ორ­მა­გად დიდი ტკი­ვი­ლია. ამა­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად ვფიქ­რობ, მა­დარ­დებს ჩემი ოჯა­ხის, მე­გობ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ რამე ცუდი ხდე­ბა და ვი­გებ, სულ გან­ვიც­დი. მუდ­მი­ვად იმ რე­ჟიმ­ში ვარ, რომ გა­ვი­გო, რო­გორ არი­ან ჩე­მე­ბი. უკ­რა­ი­ნა­ში მყავს მშობ­ლე­ბი, ბე­ბი­ე­ბი, ბა­ბუ­ე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი. კა­ლი­ფორ­ნი­ი­დან ერთ ქალს ვე­ლა­პა­რა­კე და მი­თხრა, – უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, ვერ ხვდე­ბი­ან, თუ ასე გაგ­რძელ­და, კი­დევ მეტი კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა, რად­გან დი­დია რუ­სე­თი, მას სულ ექ­ნე­ბა ია­რა­ღი და ეყო­ლე­ბა მე­ომ­რე­ბიო. მე ვუ­თხა­რი, – ჩვენ არ გვინ­და, და­ნე­ბე­ბა, ჩვე­ნი ასე ვერ მო­ვიქ­ცე­ვით, ვერ გავ­ხდე­ბით მათი ნა­წი­ლი…

კარ­გად ვნა­ხეთ, რაც მოხ­და ბუ­ჩა­ში, მა­რი­უ­პოლ­ში, იზი­უმ­ში. ეს არა მარ­ტო კულ­ტუ­რუ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპან­სი­აა, მათ უნ­დათ ხალ­ხის ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა.

– რო­გორც მი­თხა­რით, თქვე­ნი შვი­ლი, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბამ­დე, 10 დღით ადრე და­ი­ბა­და…

– კი, ბიჭი მყავს, და­ნი­ე­ლი, რო­მე­ლიც ლა­პა­რა­კობს მხო­ლოდ ქარ­თუ­ლად. და­ნი­ე­ლი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ბავ­შვია. ის 2022 წლის 14 თე­ბერ­ვალს და­ი­ბა­და და 24-ში ომი და­ი­წყო… მქონ­და დიდი სი­ხა­რუ­ლი და ამა­ვე დროს ომის გამო დიდი სევ­და… მაგ­რამ მჯე­რა, რომ “ზღაპ­რის ბოლო კე­თი­ლია…”

– წარ­მა­ტე­ბა მინ­და გი­სურ­ვოთ და უკ­რა­ი­ნას გა­მარ­ჯვე­ბა!

ასევე იხილეთ