top_leaderboard
left_sabechdi

ვასილ ჩიგოგიძე მსახიობ ბეშიტაიშვილს: სახელმწიფო თეატრი ერთი პოლიტიკური მოსაზრების ან ჯგუფის მოქმედების არეალი როგორ გახადე, ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი და არ ვფიქრობთ, რომ „გამჭვირვალობა დაუშვებელია“

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგიძე სოციალურ ქსელში ვასო აბაშიძის დრამატული თეატრის მსახიობს დავით ბეშიტაიშვილს  მიმართავს და აღნიშნავს, „სახელმწიფო თეატრი ერთი პოლიტიკური მოსაზრების ან ჯგუფის მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი. ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი და ჩვენც ვართ სამხატვრო ხელმძღვანელები და არ ვფიქრობთ, რომ „გამჭვირვალობა დაუშვებელია“.

ჩიგოგიძის თქმით, სასაცილოდ ჟღერს, რომ კანონი რუსულია და ახლაგაზრდებს უკეთ უნდა ესმოდეთ, ამჟამინდელ მსოფლიოში რამხელა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას.

„სახელმწიფო თეატრი ერთი პოლიტიკური მოსაზრების ან ჯგუფის მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი. ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი და ჩვენც ვართ სამხატვრო ხელმძღვანელები და არ ვფიქრობთ, რომ „გამჭვირვალობა დაუშვებელია“. სასაცილოდაც კი ჟღერს ასეთი რამის თქმა დღეს. თანაც, თქვენ ჩემზე უმცროსები ხართ და ჩემზე მეტი ხომ უნდა გესმოდეთ, ამჟამინდელ მსოფლიოში რამხელა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას. ნუ ავიგდებთ თავს მასხრად. ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ“, – წერს ჩიგოგიძე facebook-ზე.

 

ასევე იხილეთ