top_leaderboard

ნინო ფოჩხუა „გამჭვირვალობის კანონზე“: იმდენი მკვეთრი სხვაობაა რუსულსა და ქართულ კანონებს შორის, ერთი თვალის გადავლებითაც მიხვდები

„ნუთუ ამდენ ადამიანს წაკითხულის შინაარსიდან აზრი ვერ გამოაქვს, მაგრამ არა! არ კითხულობენ, მიიღეს მესიჯბოქსი “რუსული კანონი”.  მათთვის მთავარი ხომ ქვეყნის აყირავებაა და არა დამოუკიდებელი, ღირსეული ქვეყანა“, – ამის შესახებ წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

 ექსპერტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე აღნიშნავს, რომ რუსულის და ქართულის შედარება არის გამიზნული  სპეკულაცია და დეზინფორმაცია.

 „ხანდახან ეჭვი მეპარება, ნუთუ, ამდენ ადამიანს წაკითხულის შინაარსიდან აზრი ვერ გამოაქვს, მაგრამ არა!

არ კითხულობენ, მიიღეს მესიჯბოქსი რუსული კანონი” და წავიდააა….. მათთვის მთავარი ხომ ქვეყნის აყირავებაა და არა წელში გამართული, დამოუკიდებელი, ღირსეული ქვეყანა.

მივუბრუნდეთ კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ,” იმდენი მკვეთრი სხვაობაა რუსულსა და ქართულ კანონებს შორის, ერთი თვალის გადავლებითაც მიხვდები და თუ შეადარებ დასავლურს, იქ მაქსიმალურად მიახლოებულია ქართული და ვთქვათ ფრანგული კანონი.

რუსულის და ქართულის შედარება კი არის გამიზნული სპეკულაცია და დეზინფორმაცია!

გვინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, კეთილი ინებოს ყველამ, დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას!“ წერს ნინო ფოჩხუა FACEBOOK-ზე.

ასევე იხილეთ