„ნაცი“ როგორ უნდა უწოდო კახის?! გამკვირვებია საკუთარ სიბინძურეში ჩაკარგული ამ ხალხის. მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ უძრაობას მისტირიან და ვერაფრით ეგუებიან, რომ სისხლიანი რეჟიმით მოპოვებული მათი პრივილეგიები ჩაბარდა წარსულს“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი კახი კალაძის მისამართით სოციალურ ქსელში გავრცელებული სხვადასხვა შეურაცხმყოფელი განცხადებების შესახებ.
მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ კახა კალაძე ღირსეული კაცი და თბილისზე უზომოდ შეყვარებული ღირსეული მერია. რასაც მოწმობს მისი არაერთი ქველმოქმედება, უამრავი ბავშვისა და ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე, თბილისის განახლებული იერსახე და არაერთი სხვა საქმე ქალაქში.
„კახა კალაძე ღირსეული კაცი და თბილისზე უზომოდ შეყვარებული ღირსეული მერია. ამას მოწმობს მისი არაერთი ქველმოქმედება, უამრავი ბავშვისა და ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე და დღევანდელი თბილისის განახლებული იერსახე და არაერთი სხვა საქმე ქალაქში. კახა კალაძის არჩევანი ქალაქისთვის ისეთივე თავდაუზოგავი შრომაა, როგორც ეს მან შეძლო და გააკეთა სპორტში, თანაც მაშინ… დღეს გამჭვირვალობის კანონის პროექტის მიღების შიშმა, ამ ადამიანის წინააღმდეგაც გააერთიანა შეშინებული, მხდალი, სისხლიანი რეჟიმის პროპაგანდისტები და ერთი ნარატივით უტევენ მერს. დავალებაცაა და დავალებაც, მაგრამ „ნაცი“ როგორ უნდა უწოდო კახის?! გამკვირვებია საკუთარ სიბინძურეში ჩაკარგული ამ ხალხის. ერთი ქველმოქმედება, უანგარო სიკეთე, ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო თუ გახსენდებათ მათგან?! მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ უძრაობას მისტირიან და ვერაფრით ეგუებიან, რომ სისხლიანი რეჟიმით მოპოვებული მათი პრივილეგიები ჩაბარდა წარსულს და აქ და ამჟამად სულ სხვა მმართველობითი სისტემაა, სხვა გეგმებია, სხვა ხალხია გაერთიანებული მართლა საქვეყნო საქმით“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.