მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს:
„თუ კანონთან დაკავშირებით თქვენი მხრიდან უმძიმესი შეფასებები არ იქნება, 10 კაცსაც ვერ გამოვიყვანთ გარეთო… ახლა მე მომისმინე ნაცების ადვოკატო, სამშობლოს მოძულე ნინო ლომჯარიავ!
ეს კანონი ზუსტად იმიტომ უნდა იყოს მიღებული, რომ შენნაირი მოღალატეები გამომზეურდნენ და ერთხელ და სამუდამოდ ფაქტებით დადგინდეს, ვინ რევს ქვეყანას. შენ რომ ადამიანი იყო, ერთ-ერთი პირველი დაიცავდი ჩემი გარდაცვლილი ძმის უფლებებს და მკვლელებს არ შეეკვრებოდი. რაც მთავარია, სულ რომ თავდაყირა დააყენოთ მთელი დასავლეთი, ამ კანონს ხელისუფლება მაინც მიიღებს!“ – აღნიშნავს ლია კრიალაშვილი “ასავალ-დასავალთან” საუბრისას.