top_leaderboard
left_sabechdi

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო თავისი დემოკრატიული რეფორმებით და პროგრესით დღეს NATO-ს არაერთ სახელმწიფოს უსწრებს და ამიტომ ველოდებით NATO-ს გადაწყვეტილებას გაფართოებაზე

ჩვენ NATOსგან საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ველით, – ამის შესახებ ესპანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის კრიტერიუმები დაკმაყოფილებული აქვს.

„მადრიდის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე მე ვთქვი, რომ საქართველო დღეს უკვე არის მზად, რომ გახდეს NATOს წევრი, რადგან საქართველოს თავდაცვის ძალებს არ აქვს პრობლემა NATOსთან თავსებადობის, საქართველო თავისი დემოკრატიული რეფორმებით და პროგრესით დღეს უსწრებს NATOს არაერთ სახელმწიფოს და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ NATOს წევრობის კრიტერიუმები დაკმაყოფილებული გვაქვს და ველოდებით NATOს გადაწყვეტილებას გაფართოებაზე“, – განაცხადა სამხარაძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ესპანეთში შეხვედრებს მართავს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე; ესპანეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

ასევე იხილეთ