leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი ბრეგაძე: საუბარი არის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესზე, იცოდეს, თუ რა ტიპის უცხოური გავლენები არსებობს საქართველოში

„კანონის სათაური შეიცავს სიტყვა „გამჭვირვალობას“ – ის არ ერჩის არავის, საუბარი არის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესზე, იცოდეს, თუ რა ტიპის უცხოური გავლენები არსებობს საქართველოში, და აქ, ვფიქრობ, არაბუნებრივი არაფერია”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„ადამიანებს, რომლებიც არგუმენტაციის გარეშე იბრძვიან ამ კანონპროექტის წინააღმდეგ და უბრალოდ ამბობენ, რომ ის არის ცუდი, მთავარ არგუმენტად მოაქვთ სიტყვა „გავლენა“. ვფიქრობ, რომ ეს მათსავე წისქვილზე სათანადოდ არ ასხამს წყალს და პირიქით, შესაძლებელია, მათთვის ნეგატიურ მხარედაც იყოს განხილული, რადგან ამ სიტყვა „გავლენას“ იყენებენ მხოლოდ უარყოფით კონტექსტში. არადა, სიტყვა „გავლენა“ იმთავითვე არ არის მხოლოდ ნეგატიური – არსებობს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა.

თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილან ადამიანები, რომლებსაც დადებითი როლი უთამაშიათ, და ასევე ყოფილან ადამიანები, რომლებსაც უარყოფითი გავლენა მოუხდენიათ. შესაბამისად, არსებობს გავლენის მინიმუმ ორი ტიპი: დადებითი და უარყოფითი. კანონი საერთოდ არ ახსენებს დადებითს ან უარყოფითს, საუბარია მხოლოდ გავლენაზე. ვფიქრობ, სახელმწიფოს და ქართველ ხალხს აინტერესებთ, რა ტიპის გავლენას ახდენს საქართველოს განვითარებაზე რომელიმე უცხოური სახელმწიფო თუ ფონდი“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

ასევე იხილეთ