top_leaderboard
left_sabechdi

რატი ბრეგაძე: საქართველოს მთავრობა, საქართველოს სახელით ყოველთვის იმარჯვებს სტრასბურგში ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად

„ეს არის ბოლო საქმე, რადგან სტრასბურგის სასამართლო უკვე აღარ იღებს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელებს, რადგან რუსეთის ფედერაცია გარიცხულია ევროსაბჭოს წევრობიდან”,ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2012 წლიდან მოხერხდა მსოფლიო დონეზე ქართულ მხარეს არსებული სიმართლის დამტკიცება.

„ერთია ის, ვიცოდეთ რომ მართლები ვართ, მაგრამ სამართლებრივ ბრძოლაში აუცილებელია ამ სიმართლის გამყარება და იმის დამტკიცება, რომ სიმართლე ნამდვილად საქართველოს მხარესაა.

პირველი საქმე იყო ე.წ. დეპორტირებულების საქმე და ამ შემთხვევაშიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან დადგინდა დარღვევა და შეეფარდათ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია გადახდა. მეორე იყო – ე.წ. ომის საქმე, რასაც ისტორიულ გადაწყვეტილებასაც ვუწოდებთ, რადგან სწორედ ამ საქმის შემდგომ ჩვენ გვაქვს იმის თქმის სრული სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. ამ შემთხვევაშიც რუსეთს დაეკისრა ბევრად უფრო დიდი კომპენსაცია 130 მილიონი ევროს ოდენობით. ვნახოთ, რა თანხის ოდენობის კომპენსაცია დაეკისრება რუსეთის ფედერაციას მესამე, ნამდვილად ისტორიულ საქმეზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში, მადლობა ყველა სახელმწიფო უწყებას, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურასა და შსს, რომლებიც ყოველთვის იძლევიან ჩინებული და შესანიშნავი თანამშრომლობის მაგალითს. სწორედ ასეთი გუნდური მიდგომით შესაძლებელია, რომ საქართველოს მთავრობა, საქართველოს სახელით ყოველთვის იმარჯვებს სტრასბურგში ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის 9 აპრილს გამოიტანა გადაწყვეტილება მეოთხე სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ადმინისტრაციული საზღვრების „ბორდერიზაციას“.

პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში, საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (საჩივარი №39611/18) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევას: მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 ( არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 §1 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), 1 ოქმის 1 (საკუთრების დაცვა) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები და მე-4 ოქმის მეორე მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება).

ასევე იხილეთ