top_leaderboard
left_sabechdi

სოსო გიორგაძე: გასულ და მიმდინარე წელს საქართველოში განხორციელდა ისეთი დონის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მაგალითს წარმოადგენდა ბევრი ევროპული ქვეყნისთვის

„გასული წლის განმავლობაში და მიმდინარე წელს საქართველოში განხორციელდა ისეთი დონის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მაგალითს წარმოადგენდა ბევრი ევროპული ქვეყნისთვის. საუბარია სასაქონლო ნიშნების შესახებ რეგულაციაზე, საპატენტო კანონზე, გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ კანონზე”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქპატენტის თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ განაცხადა.

„მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში განხორციელდება პროექტი, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ევროა, თუმცა მანამდე საქართველოში განხორციელდა მსგავსი პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებამ ხელი შეუწყო და პრაქტიკულად იყო ფუნდამენტი იმისა, რომ ასეთი პროექტი გამხდარიყო რეგიონული და მას მოეცვა მოლდოვა და უკრაინა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინტელექტუალური საკუთრების დონეზე მაღალკვალიფიციური და სრულფასოვანი ურთიერთობის. საქართველო იყო მაგალითი ამ ორი ქვეყნისთვის. თვითონ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ „საქპატენტი“ და მისი თანამშრომლობა იყო მაგალითი იმისა, რომ შემდგომში შესაძლებელი ყოფილიყო მოლდოვასა და უკრაინაში მსგავსი პროექტის განხორციელება.

საუბარია ინტელექტუალური საკუთრების სფეროზე მთლიანად, მათ შორის არის ცნობიერების ამაღლება, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერებას საქართველოში. გასული წლის განმავლობაში და მიმდინარე წელს საქართველოში განხორციელდა ისეთი დონის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მაგალითს წარმოადგენდა ბევრი ევროპული ქვეყნისთვის. საუბარია სასაქონლო ნიშნების შესახებ რეგულაციაზე, საპატენტო კანონზე, გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ კანონზე. გარდა ამისა, უკვე მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა პატენტრწმუნებულთა შესახებ კანონი, რომელიც საერთოდ არ არსებობდა საქართველოში.

როგორც კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს აქვს ვალდებულებები, პირველ რიგში ეს არის საკანონმდებლო ჰარმონიზაცია. ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც განხორციელდა, თავიდან ბოლომდე აწყობილი იყო ევროკავშირის დირექტივების მიხედვით და მთლიანად ესადაგებოდა როგორც ასოცირების ხელშეკრულებას, ასევე კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს“, – აღნიშნა სოსო გიორგაძემ.

ასევე იხილეთ