top_leaderboard
left_sabechdi

ჯო ბაიდენი: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელის უსაფრთხოება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ დაიცავს ისრაელს ირანის მხრიდან მუქარის ფონზე.

„როგორც ვუთხარი ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ნეთანიაჰუს, ჩვენი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ირანისა და მისი მარიონეტების მუქარის ფონზე ურყევი რჩება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელის უსაფრთხოება“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს საკუთარი ტერიტორიიდან, ისრაელი უპასუხებს და ირანის ტერიტორიას დაარტყამს.

ამერიკულმა ტელეკომპანია CBS News-მა გასულ კვირას ამერიკულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელი და აშშ დარწმუნებულნი არიან, რომ სირიაში ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ირანი ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ზომებისთვის ემზადება.

ასევე იხილეთ