რატი იონათამიშვილი „გორბის“ კვლევაზე: „ქართული ოცნების“ რეიტინგი და მხარდაჭერა არჩევნებამდე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„ქართული ოცნების“ რეიტინგი და მხარდაჭერა არჩევნებამდე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ეს იქნება განპირობებული პრემიერ-მინისტრის ინიციატივებით, ჩვენი საკონსტიტუციო პროექტით, რომელიც ოჯახის სიძლიერესა და ღირებულებას იცავს, და ასევე „გამჭვირვალობის კანონით“, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიის განმტკიცებისთვის.
რადიკალური ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში გამოირჩევა იმით, რომ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებიც არ ადარდებთ, და მხოლოდ დავალებებს ასრულებენ. ამ დავალების მიმცემებს ჩვენ კრებითად „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ, მაგრამ ფაქტია, რომ რაც არ უნდა უბრძანონ, ისინი უსიტყვო მორჩილებაში არიან“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა.