top_leaderboard

დავით ქართველიშვილი ნინო დოლიძის განცხადებაზე: ასე ხდება ხოლმე, როდესაც მოძალადე-მანიაკ პედოფილს აარიდებ დამსახურებულ სასჯელს და საბავშვო ბაღის გამგედ დანიშნავ – მერე, მის მიერ ჩადენილ მორიგ ძალადობაზე, გინდ აღშფოთდი და გინდ – შეშფოთდი

„არანაირი გამჭვირვალობა რომ არ იყო 2020 წელს, ამიტომაც გაგვიბედა ცინიკური სახელწოდების მქონე „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ჩვენი ეს ღია დაცინვა და ტროლინგი!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

დავით ქართველიშვილი ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც დოლიძე ამბობს, რომ „თუ გამჭვირვალობის კანონს მიიღებთ, გაგვიჭირდება ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე“.

„2020 წლის არჩევნებში პარალელური ხმის დათვლით მიღებული მონაცემების გამყალბებელი ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე გასაოცარი უტიფრობითა და უსინდისობით გვაფრთხილებს: „თუ გამჭვირვალობის კანონს მიიღებთ, გაგვიჭირდება ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე“. ასე ხდება ხოლმე, როდესაც მოძალადე-მანიაკ პედოფილს აარიდებ დამსახურებულ სასჯელს და საბავშვო ბაღის გამგედ დანიშნავ. მერე, მის მიერ ჩადენილ მორიგ ძალადობაზე, გინდ აღშფოთდი და გინდ – შეშფოთდი. არანაირი გამჭვირვალობა რომ არ იყო 2020 წელს, ამიტომაც გაგვიბედა ცინიკური სახელწოდების მქონე „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ჩვენი ეს ღია დაცინვა და ტროლინგი!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

 

ასევე იხილეთ