ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
🔹„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.
🔹 შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე, პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საკითხებს.
🔹 ხაზი გაესვა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან წვლილს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.
🔹 შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, რეგიონში და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების საკითხებსა და გამოწვევებზე.