top_leaderboard

გია აბაშიძე: რაც უფრო ახლოვდება არჩევნები და პრეზიდენტის ვადის გასვლა, უფრო მატულობს სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები და პრეზიდენტის ვადის გასვლა, უფრო მატულობს სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები”, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტის წარმომადგენლის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში მონაწილეობის შეჩერებას.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საბოტაჟის გარდა, ეს არის სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართულ საზოგადოებასთან დაპირისპირება.

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები და პრეზიდენტის ვადის გასვლა, უფრო მატულობს სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა მონაწილეობა შეაჩერა. საბოტაჟის გარდა, დე ფაქტო პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკვე მერამდენედ ჯინიანად უპირისპირდება ქართულ საზოგადოებას. საინტერესოა, ამით რა მიზნებს აღწევს, ხომ იცის, რომ ასეთი საქმიანობით მაინც წაგებულია საქართველოსთან?! სავალალოა მისი მდგომარეობა, აგენტოკრატიის შავბნელი დაკვეთების შესრულებით რეპუტაციაშელახულია და უკიდურესად მარგინალი”, – წერს გია აბაშიძე.

ასევე იხილეთ