top_leaderboard
left_sabechdi

სანდრო ბრეგაძე: კრემლის პენსიაზე მჯდომი მოღალატეები ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან…

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – დღეს ეს კრემლის ნარჩენები, კგბ-ს აგენტურა, მექრთამე საბჭოთა ნომენკლატურის ნაშიერები, ხოშტარიების მსგავსად კრემლის პენსიაზე მჯდომი მოღალატეები, დამბეზღებლები – ე.წ. რუსული  კანონის წინააღმდეგ გამოდიან“, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„კრემლის ძველი „კახპები“ ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ

ძმები ბერძენიშვილების თამადობით საბჭოთა კგბ-ს სტაჟიანი და „დამსახურებული“ აგენტები არიან . მთელი ცხოვრება დისიდენტების, პატრიოტების „ჩაშვებაში“, დაბეზღებაში, დაპატიმრებაში, შპიონობაში, რუსული კგბ-ს სამსახურში აქვთ გატარებული.

მოსკოვს და კრემლს ემსახურებოდნენ, ლენინს პოემებს უძღვნიდნენ, ბრეჟნევს და ხრუშჩოვს ერთ ადგილს  ულოკავდნენ. კოლექტიური თაკო ჩარკვიანის თამადობით არ მოკლებიათ არც შავი „ვოლგები“, არც არტეკები, არც კომკავშირული ბანაკები, არც მამიკოსგან კრემლის ბუფეტში ნაყიდი კანფეტები, არც ლენინური და არც სტალინური პრემიები, წითელი დროშის ორდენები და ა.შ.

1991 წელს ერთმანეთს ასწრებდნენ რუსეთის გრუ-ს გენერლის ბეპაევის უკანალში შესაძრომად. ელენე ხოშტარიას მამის გოგიას თამადობით კრემლის დავალებას ასრულებდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის მომტან გმირ პრეზიდენტს ზარბაზანს და ტყვიას ესროდნენ. შემდეგ სერგო ორჯონიკიძისეულად მოსკოვს დეპეშაც გააგზავნეს – „გამსახურდია დავამხეთ, თბილისის თავზე რუსული დროშა ფრიალებს და საქართველო მზადაა საბჭოთა-რუსული იმპერიის  მემკვიდრე СНГ-ში დასაბრუნებლადო“. სულ ბოლოს კი (1993 წელს ) პირდაპირ კრემლს, რუსულ ჯარს და ადმირალ ბალტინს მუხლებზე დაჩოქილი ეხვეწებოდნენ – რუსის ჯარი შემოიყვანეთ, ქართველი პატრიოტები დახოცეთ და კანონიერი პრეზიდენტი მოკალითო.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – დღეს ეს კრემლის ნარჩენები, კგბ-ს აგენტურა, მექრთამე საბჭოთა ნომენკლატურის ნაშიერები, ხოშტარიების მსგავსად კრემლის პენსიაზე მჯდომი მოღალატეები, დამბეზღებლები – ე.წ. რუსული  კანონის წინააღმდეგ გამოდიან.

არადა, რეალობაში, ეს ვითომ კრემლის წინააღმდეგ მებრძოლნი ათწლეულებია თავად გახლავან  რუსეთის სამსახურში, იმ უბრალო მიზეზით, რომ „დინასტიით მოღალატეები“ არიან და მთელი ცხოვრებაა საქართველოს მტრობენ“, – წერს სანდრო ბრეგაძე.

 

ასევე იხილეთ