top_leaderboard

ნინო ფოჩხუა პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: იქნებ წაგეკითხათ კანონპროექტი და მერე გადაგეწყვიტათ, ამერიკულია, ფრანგული თუ უნგრული, რატომ არ გვაქვს იმის უფლება, რისიც საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და სულ მალე ევროკავშირს?

როდესაც ამბობთ, რომ ეს კანონი არც ამერიკულია და არც ევროპული, ეყრდნობით ამერიკის ელჩის, ევროკავშირის მაღალჩინოსნების განცხადებებს, ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. იქნებ, წაგეკითხათ კანონპროექტი და მერე გადაგეწყვიტათ, ამერიკულია, ფრანგული თუ უნგრული, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც განაცხადა, რომ “კანონი არ არის კარგი, არც ევროპულია და არც ამერიკული.”

ფოჩხუას თქმით, გაუგებარია, რატომ არ შეუძლია საქართველოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რაც საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს ან ევროკავშირს შეუძლია.

როდესაც ამბობთ, რომ ეს კანონი არც ამერიკულია და არც ევროპული, ეყრდნობით ამერიკის ელჩის, ევროკავშირის მაღალჩინოსნების განცხადებებს, ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. იქნებ, წაგეკითხათ კანონპროექტი და მერე გადაგეწყვიტათ, ამერიკულია, ფრანგული თუ უნგრული.

დიდი პატივისცემის მიუხედავად, რატომ არ გვაქვს უფლება იმის, რისი უფლებაც აქვს საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და სულ მალე ევროკავშირს?

თქვენ რომ ქართული კანონი გამჭვირვალეობის შესახებ წაგეკითხათ, დარწმუნებული ვარ, ამ განცხადებას არ გააკეთებდით.

ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, კანდიდატის სტატუსით და დღევანდელი მსოფლიო გამოწვევების ფონზე ამ კანონის მიღებით ვიცავთ ჩვენს უსაფრთხოებას!” – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ