top_leaderboard

ლევან კობიაშვილი: ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იციან, რა არის მათი პოზიცია, რა არის ქვეყნის პოზიცია, მინდა ყველას ვთხოვო, აცადონ ამ ბიჭებს

„ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იციან, რა არის მათი პოზიცია, რა არის ქვეყნის პოზიცია და არ ყოფილა შემთხვევა, ვიღაცას რაიმე დაეძალებინოს. აბსოლუტურად თავისუფლები არიან. აქედან გამომდინარე, მინდა ყველას ვთხოვო, აცადონ ამ ბიჭებს. აცადონ, რომ მშვიდად, წყნარად აკეთონ ის თავიანთი საყვარელი საქმე”, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გერმანიიდან ჩართვისას კობიაშვილმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ფეხბურთელების მიმართ განხორციელებულ აგრესიულ კამპანიაზე ისაუბრა და ყველას მიმართა თხოვნით, გაითვალისწინონ ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის რამდენად მნიშვნელოვანი პერიოდია ახლა, რადგან ისინი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

„30 წელია ჩვენ ამას ველოდებით, რომ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს და როგორც იქნა, დადგა ეს დღე და ჩვენმა გუნდმა, ყველამ ერთად ეს შევძელით. ამდენად, თითოეული დღე ევროპის ჩემპიონატამდე არის მნიშვნელოვანი. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, რომ ნუ გაბედავს ნურავინ და ნუ შეაწუხებენ ფეხბურთელებს. მათ თავიანთი საქმე აქვთ. ძალიან კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ.

ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იციან, რა არის მათი პოზიცია, რა არის ქვეყნის პოზიცია და არ ყოფილა შემთხვევა, ვიღაცას რაიმე დაეძალებინოს. აბსოლუტურად თავისუფლები არიან. აქედან გამომდინარე, მინდა ყველას ვთხოვო, აცადონ ამ ბიჭებს. აცადონ, რომ მშვიდად, წყნარად აკეთონ ის თავიანთი საყვარელი საქმე, რასაც აკეთებენ. მერწმუნეთ, კიდევ ძალიან ბევრჯერ გვასახელებენ, ასახელებენ ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ, ვთხოვ ყველას, ნუ დაუშვებენ და მანიპულაციის ხერხად ნუ გახდიან ფეხბურთსა და ფეხბურთელებს, ვინაიდან მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის ეს, რომელიც ევროპის ჩემპიონატამდეა და ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, შეეშვან, თავი დაანებონ ამ კამპანიას. ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იციან, რა აქვთ მათ გასაკეთებელი, რას აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კობიაშვილმა.

ასევე იხილეთ