top_leaderboard

მიხეილ ყაველაშვილი: ესენი არიან მავნებელი ადამიანები და ძალა, ვინც ცდილობს ამ სიტუაციაში მოქმედი სპორტსმენის გამოყენებას, ყველაზე მავნებლობა სწორედ ეს არის

„ესენი არიან მავნებელი ადამიანები და ძალა, ვინც ცდილობს ამ სიტუაციაში მოქმედი სპორტსმენის გამოყენებას, ყველაზე მავნებლობა სწორედ ეს არის”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედი ფეხბურთელი არის ჯარისკაცი.

„მათ დიდი გამარჯვება მოიპოვეს და აჩუქეს სამშობლოს და სულ რაღაც 2 თვეში წინ გველოდება საქართველოს ნაკრების გამოსვლა. ისინი არიან ჯარისკაცები. მოქმედი ფეხბურთელი არის ჯარისკაცი. შარშან ასეთი ზეწოლა იყო, ეკითხებოდნენ, რუსეთში გინდა თუ ევროპაშიო და რა არის იმაში გასაკვირი, რომ ფეხბურთელმა თქვას ყველასთვის მისაღები პასუხი, რა თქმა უნდა, ევროპაში უნდა. რა თქმა უნდა, ყველას ევროპაში გვინდა თუ ასე დააყენებ საკითხს, მაგრამ მისი ეს პოზიცია რომ გამოყენებულია იმისთვის, რომ გამოიწვიოს ვნებათაღელვა, არეულობა, ხელისუფლებაზე შეტევა და იყენებენ ამ ადამიანებს, ეს არის მავნებლობა და ნაძირლობა. გაიხსენეთ ეს ადამიანები, ვინც დღეს ხოტბას ასხამენ და ერთი სული აქვთ, რამე წამოაცდენინონ ამ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, გაიხსენეთ თორნიკე შენგელია, რა დღეში ჩააგდეს, იგივე ხვიჩა კვარაცხელია, სულ ვიცავდი, პარლამენტში ვიცავდი ამ ბოღმისგან, ხან გოცირიძისგან, ხან ნათელაშვილისგან, ხან გვარამიასგან, ლაშა ტალახაძეს ეხებოდნენ, დათო ყიფიანს შეეხო ნათელაშვილი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ