მიხეილ ყაველაშვილი: თუ კეთილ საქმეს ვაკეთებ და ეს პროცესი გამჭვირვალეა, პირიქით, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება მცოდნე ამ ყველაფრის, ხომ ჩემი გულშემატკივარი იქნება
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„თუ კეთილ საქმეს ვაკეთებ და ეს პროცესი გამჭვირვალეა, პირიქით, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება მცოდნე ამ ყველაფრის, ხომ ჩემი გულშემატკივარი იქნება. რა სტიგმაზეა საუბარი?! ეჭვი ჩნდება, რას აპროტესტებენ. რატომ არ სურთ, ამის აფიშირება და დეკლარაციის შევსება”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.
მან ისაუბრა, რატომ არის ორგანიზაციებისთვის მიუღებელ სიტყვა აგენტის გამოყენება და რატომ იწვევს იგი სტიგმატიზაციას. მისივე თქმით, გასულ წელსაც, კანონპროექტის განხილვისას მზად იყვნენ შეეცვალათ სიტყვა აგენტი. ყაველაშვილის განცხადებით, თუ მოქალაქეს ეცოდინება, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია კარგ საქმეს აკეთებს, პირიქით, მას საზოგადოებაში გულშემატკივარი გაუჩნდება. ყაველაშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ არასამთავრობოებსა და დონორებს გამჭვირვალობის ეშინიათ.
„მე თუ კეთილ საქმეს ვაკეთებ და ეს პროცესი გამჭვირვალეა, პირიქით, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება მცოდნე ამ ყველაფრის, ხომ ჩემი გულშემატკივარი იქნება. რა სტიგმაზეა საუბარი?! ეჭვი ჩნდება, რას აპროტესტებენ. რატომ არ სურთ, ამის აფიშირება და დეკლარაციის შევსება. ე.ი. რაღაცაშია საქმე. არის შავი ფული ან ისეთი დაფინანსება, რომლის შესახებ არ უნდათ, ჩვენმა მოქალაქეებმა გაიგონ. აი, ამას ებრძვიან. აი, ეს ინფორმაცია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, ეს არ უნდათ. თუ ინფორმაცია გამჟღავნდება, რომ ისინი არა ამ საქმეს აკეთებენ, არამედ როგორიც იყო მაგალითად, „კანვასის“ თემა – თუ ესა თუ ის ორგანიზაცია თანხას იყენებს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, არეულობის ან რაღაც მიზნით, რა თქმა უნდა, მოქალაქეს გაუჩნდება ამ ორგანიზაციის მიმართ სწორედ ის სტიგმა, რომ რას აკეთებს ეს ორგანიზაცია? ფულს იღებს იმაში, რომ მოხდეს რევოლუცია, დაატრენინგონ ახალგაზრდები რევოლუციისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ. აი, მაშინ მართლები არიან – ეს სტიგმა გაჩნდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.