top_leaderboard

გიგლა ბარამიძე: ევროპული ინსტიტუცია დგას გამჭვირვალობაზე, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი და ამას ეწინააღმდეგება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია

„ევროპული ინსტიტუცია დგას გამჭვირვალობაზე, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი და ამას ეწინააღმდეგება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია – საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება ევროპული გზა არ არის?!”, – ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩართულია სერიოზული ძალები, რომელთა ინტერესია არასამთავრობო ორგანიზაციების ფონზე ჩამოაყალიბონ რეზიდენტულ აგენტურული სისტემა იმისთვის, რომ ქვეყნის ინსტიტუტები მართონ ისე, როგორც მათ სურთ, მიაღებინონ ისეთი კანონი, როგორიც მათ სურთ.

ევროპული ინსტიტუცია დგას გამჭვირვალობაზე, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი და სწორედ ამას ეწინააღმდეგება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. ამბობენ, რომ არიან სამოქალაქო საზოგადოება – თუ სამოქალაქო საზოგადოება ხარ, თქვენ ანგარიშვალდებული ხართ მოქალაქეებისადმი და თქვენ მათ ყველაფერს უმალავთ – რატომ? იმიტომ რომ დასამალი ძალიან ბევრია. არის მილიონები, არის გახარჯული მილიონები, არის გაკეთებული საქმეები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით და რაც ვიცით, იმაზე ბევრი შეკითხვაა. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ კონკრეტიკას გაექცნენ. საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება ევროპული გზა არ არის?!“, – აღნიშნა გიგლა ბარამიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

ასევე იხილეთ