top_leaderboard
left_sabechdi

გოგა ხაინდრავა ევროკავშირის ელჩს: პან ჰერჩინსკი! როდესაც თქვენ, მეგობარ ქვეყანაში, უღვთოდ ცრუობთ, წინაპრების არ გრცხვენიათ?!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერით“ მიმართავს ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომელიც აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია“.

„პან ჰერჩინსკი! ჩემი პოლონელი ბებია, თავად პატოცკების შთამომავალი, ღირსებას (!) აღზრდის ქვაკუთხედად რაცხდა!

ზრდასრულ ასაკში ამ შეგონებამ ჩემი პატივისცემა პოლონელი ერისადმი გააათმაგა! როდესაც თქვენ, მეგობარ ქვეყანაში,  უღვთოდ ცრუობთ, წინაპრების არ გრცხვენიათ?!“ – წერს ხაინდრავა.

 

ასევე იხილეთ