top_leaderboard
left_sabechdi

„ვალენსიას“ ოფიციალური ვებგვერდი – მამარდაშვილი ჩვენი გუნდის ისტორიას წერს

„ვალენსიას“ ოფიციალური ვებგვერდი ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ახალ წარმატებაზე წერს, რომელმაც მიმდინარე სეზონში 11 მატჩში გოლი არ გაუშვა და ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეთა რიგებს მიუახლოვდა.

„მამარდაშვილმა ლა ლიგაში „მშრალი“ მატჩების რაოდენობით ახალი რეკორდი გააუმჯობესა. „ვალენსიას“ მეკარემ მიმდინარე სეზონში მოედანი 11-ჯერ ისე დატოვა, გოლი არ გაუშვია და გუნდის ყოფილი კიპერების რეკორდს გადააჭარბა. ეს ციფრები ადასტურებს, რომ ქართველი „ვალენსიას“ ისტორიას წერს.

შესანიშნავმა თამაშებმა გიორგი მამარდაშვილი რუბენ ბარახას გაწვრთნილი გუნდის ფუნდამენტურ საყრდენად აქცია. ამის დასტურია რამდენიმე რეკორდი, რომელიც ქართველმა კიპერმა „ვალენსიაში“ მიმდინარე სეზონში გააუმჯობესა.

„მესტალიელების“ მეკარემ ლა ლიგის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ (68) ყველაზე დიდი რაოდენობის მატჩი ჩაატარა და მოხსნა საკუთარი რეკორდი, რადგან კარი „მშრალად“ (11) ასევე ყველაზე მეტჯერ შეინახა. ის ლა ლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ იყო ნომინირებული.

მან უკვე აჯობა „ვალენსიას“ რამდენიმე ცნობილ მეკარეს, რომლებმაც 10 „მშრალი“ მატჩი ჩატარეს – იგნასიო ეისაგირეს (1943–44), ხოსე ლუის მანზანედოს (1978–79), პეპ ბალაგუერის (1974–75) და ნეტო მურარას (2017–18). მამარდაშვილის ამოცანაა, გაუსწროს დიეგო ალვესს (13 „მშრალი“ მატჩი 2014-15 სეზონში), აბელარდო გონსალესს (16 მატჩი 1970-71 სეზონში), ხოსე მანუელ ოხოტორენას (19 მატჩი 1988-89 წლებში) და სანტიაგო კანისარესს, რომელმაც 2003-04 წლებში ისტორიული შედეგი (20 მატჩი) დააფიქსირა“, – წერს „ვალენსიას“ ოფიციალური ვებგვერდი.

ასევე იხილეთ