top_leaderboard

გური სულთანიშვილი: ხელისუფლება ახერხებს, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ყველაფერი არგუმენტირებული იყოს

„პროცესების მიხედვით რომ შევაფასოთ, ბოლოს მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, სტატუსს არ იღებს პრორუსული ძალა”, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა, გური სულთანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გადაიდგა ევროინტეგრაციის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები, იქნება ეს ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება თუ კანდიდატის სტატუსის მიღება.

იგი ასევე შეეხეო გამჭვირვალობის შესახებ კანონს და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ახერხებს, კანონპროექტთან დაკავშირებით ყველაფერი უფრო არგუმენტირებული იყოს.

„მეორე მხრიდან კი არის პასუხი, რომ ჩვენ არ შევდივართ დისკუსიაში. ვფიქრობ, ხალხი ამ პროცესებს სწორ ანალიზს გაუკეთებს.

ფსევდოლიბერალები და რადიკალები ამბობენ, რომ თქვენ ეს კანონი არა ჩინეთისა და რუსეთისთვის გჭირდებათ, როგორც ეს ევროპაშია, არამედ ამით ევროპას უპირისპირდებით. თუ ჩავწერეთ, რომ ფული რუსეთიდან არ შემოვიდეს, ის სლოვაკეთიდან, ევროპის სხვა ქვეყნიდან შემოვა.

საბოლოო ჯამში, ისეთ აბსურდამდე მივდივართ, რომ თავად ვერ მოუფიქრებენ, სწორ ფორმულირებას. რომ ჩაიწეროს, მხოლოდ რუსეთიდან შემოსული ფულია დაუშვებელი, ის შემოვლით გზას მოძებნის“, – განაცხადა სულთანიშვილმა.

ასევე იხილეთ