top_leaderboard
left_sabechdi

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „Greet“-ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

„საქართველოს ბანკი“ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს „ჰოტელეა“ საერთაშორისო ბრენდის, „Greet by Accor“-ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 – ში აშენებს. 

პროექტის ჯამური ღირებულება 6.5 მილიონი ევროა, „საქართველოს ბანკის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია 3 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც EBRD-ის, DCFTA პროგრამის ფარგლებში გაიცა.

„Greet by Accor“ არის საერთაშორისო ბრენდ „Greet“-ის პირველი სასტუმრო საქართველოში. ის 4 000 კვ.მ ფართობზე აშენდება და ჯამში 114 ნომერს გააერთიანებს. 

„საქართველოს ბანკი“ წლებია ტურიზმის გაძლიერებასა და განვითარებას მხარს უჭერს მხარს. ჩვენს პარტნიორ კომპანია „შპს ჰოტელეა“ – სთან ერთად თბილისში მორიგი მაშტაბური პროექტი ხორციელდება, რაც საერთაშორისო ბრენდ „Greet“-ის ახალ სასტუმროს „Greet by Accor“-ის მშენებლობას გულისხმობს.  აღსანიშნავია, რომ ეს არის Greet – ის პირველი სასტუმრო საქართველოში და მოხარული ვართ რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი მსგავსი მასშტაბის ბრენდი შემოდის, რადგან მიგვაჩნია რომ ის  ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ზრდასა და ტურისტული ნაკადის მოზიდვას“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ლალი ყელაურაძემ. 

ასევე იხილეთ