top_leaderboard

ანრი ოხანაშვილი: თუ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წახალისება სურს პრეზიდენტად წოდებულ თანამდებობის პირს, რა თქმა უნდა, ის გადადგამს ამ ნაბიჯს, ამას ექნება შესაბამისი მკვეთრი რეაქცია

„თუ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წახალისება სურს პრეზიდენტად წოდებულ თანამდებობის პირს, რა თქმა უნდა, ის იქნება ამ კამპანიის ავანგარდში და გადადგამს ამ ნაბიჯს. ამას ექნება შესაბამისი მკვეთრი რეაქცია”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„როგორ შეიძლება, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა წახალისდეს? ეს რა გზავნილია ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ მათ თვალში ნაცარს ვაყრით და პირდაპირ ვეუბნებით, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ შეგიძლიათ ესროლოთ პოლიციელს, მეხანძრეს, ნებისმიერ პირს, რომელიც წესრიგს იცავს. თუ ამის წახალისება სურს პრეზიდენტად წოდებულ თანამდებობის პირს, რა თქმა უნდა, ის იქნება ამ კამპანიის ავანგარდში და გადადგამს ამ ნაბიჯს. ამას ექნება შესაბამისი მკვეთრი რეაქცია. უნდა იცოდეს მანაც და სხვებმაც, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წახალისება პოლიტიკური დანაშაულია, და ეს არის დაუშვებელი. ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის ფარგლებში“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება გრიგორიადისს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა. გრიგორიადისის ადვოკატებმა შეწყალების თხოვნით უკვე მიმართეს სალომე ზურაბიშვილს.

ასევე იხილეთ