top_leaderboard

ზურაბ ქადაგიძე: გვარამიამ ხან ღვინოში და „ბორჯომში“ მოისაქმა, ხან ელჩები ლანძღა და ხან პირდაპირ ახდენდა მიუღებელი აზრის დისკრედიტაციას…

„ოღონდ საკუთარი ბითური ეგოცენტრიზმი დაიკმაყოფილოს და ნებისმიერ სფეროს გასვრის და მოწამლავს!“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას პოსტის საპასუხოდ, სადაც გვარამია წერს „არ არის ფეხბურთი ჩვენი სპორტი, დაამსხვრიეთ ეს მითი თქვენს ცხოვრებაში“.

მისივე თქმით, გვარამია თავისი ბინძური ეგოს დასაკმაყოფილებლად ბილწავს ყველაფერს.

„ფეხბურთი ახლა გახდა ჩვენი სპორტი? ეს არ ამბობდა, შეიგნეთ, სპორტსმენებო, არ არის ჩვენი საქმე ფეხბურთიო? ოღონდ თავისი ბინძური ეგო დაიკმაყოფილოს და ყველაფერს ბილწავს ეს ნაძირალა… ხან ღვინოში და „ბორჯომში“ მოისაქმა, ხან ელჩები ლანძღა და ხან პირდაპირ ახდენდა მიუღებელი აზრის დისკრედიტაციას… მანამდე კონსტიტუცია და კანონი შემოაქსოვა „ნაცმოძრაობას“ და შექმნა ყველაზე მოძალადე, ავტორიტარული სისტემა… ახლა კი ფეხბურთს მიადგა, ოღონდ საკუთარი ბითური ეგოცენტრიზმი დაიკმაყოფილოს და ნებისმიერ სფეროს გასვრის და მოწამლავს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

ასევე იხილეთ