თამაზ ჭეიშვილი: დღეს შედგა საქართველოს ჟურნალისტთა ყრილობა – „საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებიითი კავშირი“ შეიცვალა ახლით – საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია!
„ჟურნალისტის საქმიანობას ბოლო 30 წლის მანძილზე ჩრდილი მიადგა, ჟურნალისტმა საზოგადოების ცნობიერებაში დაკარგა ავტორიტეტი. საჭიროა ყველაფრის გაკეთება, რათა ჟურნალისტები თავის საქმინობას იმ ღრმა შეგნებით ასრულებდნენ, რომ საზოგადოება მათ ენდოს!”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილი წერს.
„დღეს შედგა საქართველოს ჟურნალისტთა ყრილობა. ძველი სახელწოდება „საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი“ შეიცვალა ახლით – „საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია!“
განვლილი ერთი წლის საანგარიშო მოხსენებით, ყრილობის წინაშე წარსდგა ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე, გიორგი მამაცაშვილი.
დელეგატებმა აღნიშნეს, რომ ჟურნალისტის საქმიანობას ბოლო 30 წლის მანძილზე ჩრდილი მიადგა, ჟურნალისტმა საზოგადოების ცნობიერებაში დაკარგა ავტორიტეტი. საჭიროა ყველაფრის გაკეთება, რათა ჟურნალისტები თავის საქმინობას იმ ღრმა შეგნებით ასრულებდნენ, რომ საზოგადოება მათ ენდოს!
ფოტოებზე: ჟურნალისტთა ყრილობა; ნაცნობი კოლეგების შეხვედრა”, – წერს თამაზ ჭეიშვილი.