გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ისევ გაიბრწყინა – „მეცმა“ „ლანსს“ უმასპინძლა და ქართველის დუბლით 2:1 დაამარცხა.
29-ე ტურის შეხვედრა „მეცმა“ დამაჯერებლად ვერ დაიწყო. მე-13 წუთზე მასპინძლების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ფლორიან სოტოკამ შეასრულა და „ლანსი“ დააწინაურა.
ქართველმა თავდამსხმელმა შესვენებამდე გაიბრწყინა – 34-ე წუთზე ბურთი საჯარიმოში მიიღო, მცველს ლამაზი მოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი კარის „ცხრიანში“ გაუშვა. 45+2-ე წუთზე კი საჯარიმოშითანაგუნდელისგან მიიღო გადაცემა და კარიდან გამოსულ მეკარეს ეფექტური დარტყმით გაუტანა.
„მეცმა“ 26 ქულა დააგროვა და მართალია, ისევ მე-17 ადგილზე დარჩა, მაგრამ სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი გაუჩნდა.
გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი, სულ კი მიმდინარე სეზონში ცხრა გოლთან ერთდ, სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა და საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში მერვე ადგილზე დაწინაურდა.