top_leaderboard
left_sabechdi

ბაკურ სვანიძე: ძალიან დიდი უსამართლობა და ვირიშვილობაა, შეიწყალო ცეცხლგამჩენი საშუალებებით მორბენალი მოძალადე…

სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება.

 

„არ მესმის ადამიანების, რომლებიც ამართლებენ რაიმე სახის ძალადობას! არ მესმის როცა ამართლებენ ლაზარეს და გმობენ „5 ივლისის ბიჭებს“ ან კიდე პირიქით! თუ გმობ, ორივე უნდა დაგმო! მაგრამ, სხვაა ჩვეულებრივი მოქალაქეების არასწორი მიდგომა და სულ სხვაა პრეზიდენტის სტატუსის მქონე პირის უპასუხისმგებლობა! ძალიან დიდი უსამართლობა და ვირიშვილობაა, შეიწყალო ცეცხლგამჩენი საშუალებებით მორბენალი მოძალადე და არ შეიწყალო ადამიანები, რომლებსაც ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ დაუგეგმავად, ადგილზე წარმოშობილი პირადი კონფლიქტის შედეგად…

გრიგორიადისი არის ბევრად მძიმე დამნაშავე, ვიდრე „5 ივლისის ბიჭები“… ისინი რომ შეეწყალებინა თავის დროზე, ახლა პირადად მე მივესალმებოდი ლაზარეს შეწყალებას… მაგრამ ამ მოცემულობით, ეს აქტი არის ყველაზე რბილად რომ ვთქვათ „პოლიტიკური კეკლუცი“, უფრო უხეშად კი, ეს არის ვირიშვილობა და მძიმე უპასუხისმგებლობა…“ – აცხადებს ბაკურ სვანიძე.

ასევე იხილეთ