გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვაკეთის ჩემპოიონები გახდნენ. ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში ლიდერთა ჯგუფში ქართველების გუნდმა, ბრატისლავას „სლოვანმა“, „დუნაისკა სტრედას“ უმასპინძლა, დაუზავდა (0:0), რითაც ჩემპიონობა მოიპოვა.
ბრატისლაველების ძირითად შემადგენლობაში იყო გურამ კაშია, ხოლო ჯაბა კანკავა კი მთავარი მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა დაასვენა. „სლოვანს“ ხუთ წუთში შეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლა, ისევე როგორც შემდეგ.
საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ დასრულდა და „სლოვანმა“ ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მოიპოვა. ვაისის გუნდმა 67 ქულა დააგროვა და დარჩენილი თამაშების შედეგების მიუხედავად, კონკურენტი „ტრნავა“ (48) ვეღარ დაეწევა.
შედეგად, ბრატისლაველებმა შეძლეს ზედიზედ მეექვსედ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, სულ კი კლუბის ისტორიაში ეს ოცდამეათე ტიტულია. კაშიასა და კანკავასთვის კი ეს ზედიზედ მესამედ მოპოვებული ოქროს მედალია.