top_leaderboard

რატი იონათამიშვილი: კონკრეტული პოლიტიკოსები უცხოურ დაფინანსებას იღებენ და ხარჯავენ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში

“კონკრეტული პოლიტიკოსები უცხოურ დაფინანსებას იღებენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და ხარჯავენ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა “დღის ქრონიკაში” განაცხადა.

“გვაქვს შემთხვევები, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც კონკრეტულ პარტიებში ხელმძღვანელი პირები არიან, ასევე არიან არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დამფუძნებლები. ისინი უცხოურ დაფინანსებას იღებენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და შემდეგ ამას ხარჯავენ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში, ახმარენ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებსა და ამოცანებს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილის განცხადებით, ამჟამად „შავი ფული“ სამი ძირითადი მიმართულებით იხარჯება.

„დღეს რადიკალური ჯგუფები ძირითადად სამი მიმართულებით ატრიალებენ „შავ ფულს“- სახელმწიფოს, საზოგადოების და ეკლესიის წინააღმდეგ. ამ სამი მიმართულებით აქვთ საკუთარი პროპაგანდა გაშლილი. დღეს სულ უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს, რომ თანამედროვე დემოკრატიები დგანან გამჭვირვალობის გამოწვევის წინაშე და ადეკვატური პასუხის გაცემა თითოეულ მათგანს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანად მიაჩნია. შარშან არ იყო ევროკავშირის კონკრეტული დირექტივა, რომელიც გასული წლის 12 დეკემბრით არის დათარიღებული და ანალოგიური რეესტრის შექმნას ისახავს მიზნად. ვიცით, რომ ის უკვე მოწონებულია ევროკომისიის მხრიდან და დასამტკიცებლად ევროპარლამენტშია გადაგზავნილი.

არ არსებობდა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილება, რომელმაც უკვე მიიღო და მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის საკითხს. ორივე ეს დირექტივა გაცილებით უფრო მკაცრია მიდგომებით, ვიდრე მისი ქართული ანალოგი,” – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

ასევე იხილეთ