top_leaderboard
left_sabechdi

როდიდან გამოიდარებს საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

“მზიან ამინდს ვრცელი განმარტება არ სჭირდება და ამიტომ მოკლედ გეტყვით…”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს და უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ხვალ საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ორშაბათს შუადღიდან კი ყველგან გამოიდარებს. სამშაბათიდან ჩამოყალიბდება მყარი ანტიციკლონური მდგომარეობა, რომლის გავლენითაც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მზიანი დღეები გვექნება ხანგრძლივი პერიოდით. ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +30 გრადუსამდე მოიმატებს. აპრილის – ზაფხული, ასეც შეიძლება შეფასდეს მომდევნო კვირის ბოლო…”, – წერს მეტეოროლოგი.

ასევე იხილეთ