top_leaderboard
left_sabechdi

თეთრი სახლი ირანს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტესთან დაკავებული, პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი გემი გაათავისუფლოს 

თეთრი სახლი ირანს მოუწოდებს, პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი გემი გაათავისუფლოს. როგორც აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა აღნიშნა, თეთრი სახლი მკაცრად გმობს გემის დაკავებას.

„ჩვენ მოვუწოდებთ ირანს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გემი და მისი საერთაშორისო ეკიპაჟი. ეს ცალსახად უნდა იყოს დაგმობილი და ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა ირანმა პასუხი აგოს მის ქმედებებზე”, – განაცხადა უოტსონმა.

შეგახსენებთ, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დააკავეს. „როიტერის” ინფორმაციით, პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავ საკონტეინერო გემზე 25 ადამიანი იმყოფება.

 

ასევე იხილეთ