leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: არ არსებობს არც ერთი არგუმენტი, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებთან წინააღმდეგობაში

“არ არსებობს არც ერთი არგუმენტი, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ევროპული და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებთან წინააღმდეგობაში. რატომ შეიძლება იყოს ასე აღქმული გამჭვირვალობა, თითქოს ის ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს აბსოლუტურად უარგუმენტო პოზიციაა და ვფიქრობ, ამაზე მეტი დისკუსიაა საჭირო “, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა  განაცხადა.

„ეს კანონი არ იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ უცხოური გავლენა აუცილებლად უნდა იყოს უარყოფითი, აუცილებლად უნდა იყოს ცუდი და უნდა იყოს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. ეს ასე რომ იყოს, სხვაგვარი გზები არსებობს იმისთვის, რომ იმუშაო იმაზე, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა აღკვეთო. ამისთვის გყავს უსაფრთხოების სამსახურები, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვა. ამაზე ხომ არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ უცხოურ დაფინანსებებზე.

ევროკავშირის დირექტივაშიც ასეა ნათქვამი, რომ მოსახლეობისა და მოქალაქეების არაინფორმირებულობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. ჩვენთანაც ასეა – თუკი ჩვენს მოქალაქეებს დავუმალავთ რა დგას პოლიტიკური გადაწყვეტილებების უკან, ეს რა თქმა უნდა ხელს შეუშლის დემოკრატიულ განვითარებასა და დემოკრატიულ პროცესებს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

ასევე იხილეთ