left_sabechdi

ისრაელმა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა აკრძალა და სხვადასხვა სახის შეკრებაზე შეზღუდვები დააწესა

ისრაელმა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა აკრძალა და სხვადასხვა სახის შეკრებაზე შეზღუდვები დააწესა, რაც ირანის მხრიდან თავდასხმის საფრთხეს უკავშირდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა ნებისმიერი სახის შეკრება, სადაც ათასზე მეტი ადამიანი იკრიბება.

შეზღუდვები ასევე ეხება სასკოლო ბანაკებსა და ექსკურსიებს. ზოგიერთ რაიონში, მაგალითად, ღაზისა და ლიბანის საზღვრებთან ახლოს, შეკრების შესახებ უფრო მკაცრი შეზღუდვები უკვე არსებობს. ახალი შეზღუდვები ძალაში იქნება, ორშაბათს, 23:00 საათამდე.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვა ფხიზლადაა.

„ათობით თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

ასევე იხილეთ